Image Alt

წიგნები

МАТЕМАТИКА 5 Часть 1 (Книга Ученика)

7,00 

წიგნი დაეხმარება რუსულენოვან მოსწავლეს, მშობლიურ ენაზე შეისწავლოს ის თემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. სახელმძღვანელოში ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული თემები, თარგმანი კი შესრულებულია მაღალ დონეზე და დამტკიცებულია ექსპერტების მიერ.

მხოლოდ 10 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941303883 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

მათემატიკა 5 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლის ამ ეტაპზე. მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში აზროვნების უნარის განვითარებაა. ასევე, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მნიშვნელოვანია, მათემატიკის იმ „ანბანის“ ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.

მათემატიკა 5 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი დაყოფილია თავებად. ყოველი თავი დაყოფილია პარაგრაფებად. აქედან თითოეულს ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.

ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.

პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო… ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“. მათი დანიშნულება არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის თვითშეფასებაცაა.

SKU: 9789941303883
ყდის ტიპი: რბილი ყდა
გამოცემის წელი: 2020
ფორმატი: 19.50 X 27.50
გვერდების რაოდენობა: 104

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.