„სულაკაურის გამომცემლობა“ 20 წელზე მეტია ქართველ ავტორებთან თანამშრომლობს და მკითხველს ღირებულ, მრავალფეროვან თანამედროვე ქართულ ლიტერატურას სთავაზობს. ახალი ავტორების აღმოჩენა და ქართული თანამედროვე პროზის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.
სწორედ ამიტომ, „სულაკაურის გამომცემლობამ“ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო კამპანია „ვკითხულობ ქართულს“. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელთა საშუალებით მკითხველი უკეთ გაიცნობს ქართველ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს; შეძლებს, დაესწროს ონლაინ-ლექციებსა და წიგნების პრეზენტაციებს; ასევე, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსა თუ გამოწვევებში.
ვიდეოლექციები ქართულ ლიტერატურაზე
სალომე პატარიძე ზაირა არსენიშვილის რომანებზე
ლევან ცაგარელი თამთა მელაშვილის რომანებზე
ნინო ფირცხალავა „ზინკა ადამიანზე“
ნიკა აგლაძე „სამხრეთულ სპილოზე“