Image Alt

წიგნები

სერია საბავშვო ბაღში

ვის ეჩქარება ყველაზე მეტად სკოლაში წასვლა?

მას, ვინც ჯერ კიდევ ბაღში დადის. თუკი აღსაზრდელებს წიგნებით „ამეცადინებთ“, თავს დიდებად წარმოიდგენენ და წარმოსახვით სკოლაშიც უფრო ხალისით ივლიან.

სპეციალურად სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლების, 3-6 წლის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ჩვენმა გამომცემლობამ შექმნა სერია „საბავშო ბაღში“.

სერიაში მოცემულია ასაკისთვის (3-4, 4-5 და 5-6 წლები) შესაბამისი საინტერესო თემები, მრავალფეროვანი აქტივობები, მარტივი და გასაგები ინსტრუქციები და სახალისო ილუსტრაციები.

წიგნები შესანიშნავ მეგზურობას გაუწევს პატარებს მათთვის ახალ სამყაროში, გაართობს და სკოლისთვისაც სრულფასოვნად მოამზადებს.

სერია „საბავშვო ბაღში“ აერთიანებს რვეულებს, რომლებიც სპეციალურად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა. რვეულები დაყოფილია თემატურად და განსაზღვრულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის: 3-4 წლის, 4-5 წლის და 5-6 წლის ბავშვებისთვის.

თითოეული რვეული მოიცავს ერთ თემას (მაგ: შინაური ცხოველები, ფერები, ინგლისური ანბანი, რიცხვები და ა.შ.) და მასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან აქტივობას, მარტივ და გასაგებ ინსტრუქციებსა და სახალისო ილუსტრაციებს.

სულ მოიძებნა 10 წიგნი