Image Alt

წიგნები

„რჩეული მოთხრობები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.

ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი.გამორჩეული ნაწარმოებები.  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე.ქართული ლიტერატურის განვითარებაა, სწორედ ამიტომ, სერიის მიზანი თანამედროვე ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და.მათი ნაწარმოებების მკითხველთა ფართო წრისათვის გაცნობაა.

ზემოთ აღნიშნული სერია გააერთიანებს როგორც ცნობილ, ისე მკითხველთა ფართო წრისათვის აქამდე უცნობ ავტორთა იმ ნაწარმოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ პერიოდულ გამოცემებსა და მცირეტრაჟიან კრებულებში იბეჭდებოდა. სერიაში უკვე გამოიცა არჩილ ქიქოძის, ზაირა არსენიშვილის, ბესო ხვედელიძისა და ზურაბ ლეჟავას მოთხრობები.

Showing all 7 results