Image Alt

წიგნები

ქართულის რვეულები სულაკაურის გამომცემლობის ახალი სერიაა, რომლის ავტორიც ყველასთვის.კარგად ცნობილი აკა მორჩილაძეა. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი, აკა მორჩილაძე, მხატვრულად მოგვითხრობს. ქართველი კლასიკოსი მწერლების, ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების ამბებს, რომლებიც მას.ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას დაელექა გონებაში.

ის, როგორც შესანიშნავი მთხრობელი, ანგრევს კლასიკოსთა აღწერის გაქვავებულ, სტერეოტიპულ.მანერას და ისტორიულ პირებს მხატვრულ, სახასიათო პერსონაჟებად აქცევს.

მე-19 საუკუნის საქართველოს მთავარი ფიგურების ცოცხალ პორტრეტებს თან ერთვის ფართო აუდიტორიისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ფოტომასალა, რაც მკითხველს უბიძგებს, უკეთ შეიგრძნოს ეპოქის სული და საინტერესო, მნიშვნელოვანი, გამოსადეგი ინფორმაცია მიიღოს მე-19 საუკუნის საქართველოსა და იმ დროს მოღვაწე ქართველების შესახებ.

სერია განკუთვნილია არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისა თუ მასწავლებლებისთვის, იგი უსათუოდ დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც  ამბებად მოთხრობილი ისტორიისა და ფაქტების გაცნობა და დამახსოვრება უადვილდება. სწორედ ამიტომ, სერია ქართულის რვეულები არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვასა თუ კატეგორიას.