25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

“მსოფლიო კლასიკა” ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი მკითხველის სიყვარული და ერთგულება დაიმსახურა.

იტალო კალვინო კლასიკურად მიიჩნევდა წიგნებს, რომლებიც არასდროს ამოწურავენ სათქმელს.

სერიით ამჟამად გამოცემულია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კლასიკოსი ავტორების რჩეული ნაწარმოებები. მასში იხილავთ როგორ შუა საუკუნეებში შექმნილ, ისე გასული ორი საუკუნის გამორჩეულ ტექსტებს. თუმცა ამ წიგნების მთავარი ღირსება არა მათი ასაკი, არამედ უნარია, დღესაც მოახდინონ მკითხველზე გავლენა, შესთავაზონ მათ მოუშორებელი საფიქრალისა თუ გადაუჭრელი პრობლემის გასაღები და არც ერთ ეპოქაში არ დაკარგონ აქტუალურობა. სერიაში გამოიცა სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ავტორი : მურასაკი შიკიბუ, იოჰან ვოლფგანგ გოეთე,  ფიოდორ დოსტოევსკი,  უილიამ ფოლკნერი,  ჯეიმზ ჯოისი , ლუი-ფერდინანდ სელინი, ფრანც კაფკა და სხვა.

“მსოფლიო კლასიკა” ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი მკითხველის სიყვარული და ერთგულება დაიმსახურა.

 

გვერდზე ნაჩვენებია 1–12 - 20 წიგნიდან