Image Alt

წიგნები

სულაკაურის გამომცემლობის სერია „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ 100-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა.

„მოსწავლის ბიბლიოთეკა“ ეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში. სერია დაყოფილია ხუთ ასაკობრივ კატეგორიად: 6 წლიდან, 7-8 წლიდან, 9-10 წლიდან, 11-12 წლიდან და 13-14 წლიდან. თითოეული კატეგორია ასაკის შესაფერისი თემატიკისა და სირთულის ტექსტებს ართიანებს.

„მოსწავლის ბიბლოთეკაში“ თავმოყრილია კლასიკად აღიარებული ქართული თუ თარგმნილი წიგნები. აქ აღმოაჩენთ ყველასთვის საყვარელ ასტრიდ ლინდგრენს, ანე-კატარინე ვესტლის, როალდ დალს, ჯანი როდარს, ტუვე იანსონს, მარკ ტვენს, ჟიულ ვერნს, ართურ კონან დოილს, არჩილ სულაკაურს, დავით ჯავახიშვილს, რევაზ ინანიშვილს, აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს, ნოდარ დუმბაძეს და ა.შ. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული ან ადაპტირებული.

„მოსწავლის ბიბლიოთეკა“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს „სულაკაურის გამომცელობის“ ყველაზე პოპულარული სერიაა. ხშირად სწორედ ამ სერიის წიგნები გვხვდება წიგნიერების წამახალისებელ სასკოლო კონკურსში „ყველაზე წიგნიერი“.

Showing 13–24 of 146 results

  • აგუსტინ ფერნანდეს პასი
    მეკობრეთა სკოლა
    7,90 
  • მონტეირუ ლობატუ
    ყვითელი კოდალას ორდენი
    14,90 
  • სულხან-საბა ორბელიანი
    იგავ-არაკები
    9,90 
  • ჰალინა ვდოვიჩენკო
    36 და 6 კატა
    10,90 
  • კატო ჯავახიშვილი
    სიყვარულით, ელლი
    9,90 
  • ჯულია დონალდსონი
    პრინცესა ანაბელი
    8,90 
  • ლელა ცუცქირიძე
    მხიარული ოჯახი… და სხვებიც
    9,90 
  • ელინორ პორტერი
    პოლიანა
    12,90