25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

Laterna Magica აერთიანებს ავტობიოგრაფიულ, ბიოგრაფიულ და ზოგად ნაშრომებს სხვადასხვა.ეპოქაში მომხდარი ცნობილი მოვლენების, ასევე – ხელოვანებისა და.იმ სფეროების შესახებ, რომლებშიც ეს უკანასკნელნი მოღვაწეობდნენ.

სერიას სახელი მასში გამოსული ერთ-ერთი პირველი ნაწარმოების, ინგმარ ბერგმანის Laterna Magica -ს მიხედვით ეწოდა.
სერიის სახელი ლათინურიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება.როგორც “ჯადოსნური ფარანი”. ასე ეწოდება პროექტორის წინამორბედს, რომელიც მინის ფირფიტაზე.დატანილი გამოსახულების საშუალებით ახდენდა პროექციას. სწორედ ერთ-ერთი პირველი ასეთი.ფირფიტის გამოსახულებას ხედავთ სერიის ლოგოზეც.

ამ ამბების ნაწილს თავად მათი “პერსონაჟები” ჰყვებიან, ნაწილს კი ლიტერატურული თუ აკადემიური.სფეროს წარმომადგენლები დოკუმენტური პროზის სახით. ბევრი ეს ხელოვანი თავად იყო “ჯადოსნური ფარანი” თავისი ეპოქისთვის და.დიდი წვლილი მიუძღვის შემდგომი თაობებისთვის ახალი მიმართულებების განსაზღვრაში. სერიის კონცეფცია ამგვარად ინარჩუნებს.სიმსუბუქეს და გამოსაცემი წიგნების არჩევანსაც არ ზღუდავს, რადგან.დასაბამიდან მოყოლებული, ხელოვანები ერთი მხრივ, თავიანთი ნამუშევრები. ჰყვებოდნენ ამბებს, მეორე მხრივ კი მათ გარშემო შექმნილი მითოსი.დამოუკიდებლად იმსახურებდა და იმსახურებს მოყოლას.

სულ მოიძებნა 4 წიგნი