25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

საქართველო – მოსწავლის პირველი ენციკლოპედია

საქართველო სენციკლოპედია 1

საქართველო – მოსწავლის პირველი ენციკლოპედია

 

🇬🇪 ეს საქართველოს ენციკლოპედიაა, რომლის დახმარებითაც
მთელ ქვეყანას სახლიდან გაუსვლელად მოივლი! 🇬🇪

 

საქართველოს ენციკლოპედია

 

ეს საოცარი წიგნი მთელ საქართველოს შემოგატარებს. თითოეული რეგიონის სატელიტური გამოსახულებები, შთამბეჭდავი ფოტოები და სპეციალურად შექმნილი რუკები ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის მთელი ქვეყნის შესახებ – გაგაცნობს მის მთასა და ბარს, მდინარესა და ტბას, ტყესა და ველს, ქალაქსა და სოფელს… აღმოგაჩენინებს საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის, ტრადიციების, არქიტექტურისა თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ და შენთვის უცნობ ადგილებში გამოგზაურებს.

 

 

და რაც მთავარია, წიგნის დახმარებით შეგიძლია, საკუთარი თვალით ვირტუალურად დაათვალიერო არაერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ამაში სპეციალურად ამ წიგნისთვის გადაღებული 20 ვიდეოკლიპი და შენი სმარტფონი დაგეხმარება; ხოლო თუ VR-სათვალესაც მოირგებ, თავად გახდები თითოეული კლიპის მთავარი მონაწილე და ხან ჯვრის მონასტრის უმაღლესი წერტილიდან გადმოხედავ მტკვარსა და არაგვს, ხან თხილამურებით ისრიალებ და ხანაც სუხიშვილებთან ერთად შეასრულებ ცეცხლოვან ქართულ ხალხურ ცეკვას.

 

წიგნის შესაძენად გადადით ამ ბმულზე.

 

  • ტექსტზე მუშაობდნენ: რუსუდან გორგაძე, ნინო ილაშვილი
  • დიზაინერები: მართა თაბუკაშვილი, ია მახათაძე
  • ყდის დიზაინერი: ია გაბუნია