Image Alt

აჩუქე სიყვარული

როცა საზღვრებიცა და სახლის კარიც ჩაკეტილია და უცხო ქვეყნის კი არა, საკუთარი ქალაქისა თუ სოფლის ქუჩებში გასვლაც ოცნებად გვექცა, ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა მოგვაკლდა. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი მეგობრების შეძენა გვინდოდა თუ საყვარელი ადამიანები გვენატრებიან, დანაკლისის შევსებას ლიტერატურა შეეცდება.  თითოეული ახალი პერსონაჟი აუცილებლად შეგვახსენებს და გაგვიმძაფრებს იმ განცდებს, რომლებიც სიყვარულს მოაქვს. 

აჩუქე სიყვარულის ისტორია, რადგან ყოველი მათგანი ამაღელვებელი და განსხვავებულია.