თუ ხარ VI-X კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ინტელექტუალური თამაშები, ეს კონკურსი შენთვისაა.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
- შექმენი 5-წევრიანი გუნდი და დაარქვი ორიგინალური სახელი
- დაარეგისტრირე შენი გუნდი ამ ბმულზე
- წაიკითხე შენი გუნდის ასაკისთვის შესაბამისი საკონკურსო წიგნები და მოემზადე ვიქტორინისთვის
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი❗
კონკურსის აღწერა
💫 კონკურსი შედგება სამი ტურისგან. მეორე ტურის საკონკურსო წიგნების შესახებ ინფორმაციას შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდები მოგვიანებით მიიღებენ. ბოლო ეტაპზე კითხვები დაისმება პირველ და მეორე ტურებში წაკითხული წიგნებიდან.
🏆 რა პრიზებს მიიღებს გამარჯვებული გუნდი?
💡 პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი: წიგნების 150-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, ბრენდირებულ ჩანთას, ბლოკნოტს, სანიშნესა და სტიკერებს;
💡 მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი: წიგნების 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, ბრენდირებულ ჩანთას, ბლოკნოტს, სანიშნესა და სტიკერებს;
💡 მესამე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი: წიგნების 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, ბრენდირებულ ჩანთას, ბლოკნოტს, სანიშნესა და სტიკერებს.