პრუსტის კითხვარი – ანა კორძაია-სამადაშვილი
ავტორი: ანა კორძაია
როგორ წარმოგიდგენია სრული ბედნიერება?
სრული ბედნიერებისთვის უნდა ვიყო ძალიან კარგ სამშობლოში, ჯანმრთელი და სიხარულით სავსე.
რა არის შენი განსაკუთრებული თვისება?
ძალიან მომთმენი ვარ.
რა არის შენი ყველაზე დიდი მიღწევა?
ის, რომ ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე.
ყველაზე მეტად რისი გეშინია?
ავადმყოფობის და სიბერის.
ვინ არიან შენი საყვარელი ავტორები?
მათი სახელი ლეგიონია…
რომელ ისტორიულ პიროვნებასთან აიგივებ თავს?
ვერავისთან.
ცოცხალი ადამიანებიდან ვინ არის შენი კუმირი?
პატი სმიტი.
ვინ არიან გმირები რეალური ცხოვრებიდან?
სანამ ცოცხლები არიან, ვერაფერს ვიტყვი…
საკუთარი თავში ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს?
ის, რომ ვინმესთან დაპირისპირება ძალიან მეზარება ხოლმე.
სხვებში რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
სისულელე.
ყველაზე მეტად რას ნანობ?
იმას, რომ ფუჭი განცდები მქონდა.
რას თვლი ყველაზე დიდ უბედურებად?
ომს.
რა არის შენი საყვარელი საქმიანობა?
არაფრის კეთება.
რა თვისება მოგწონს ადამიანში ყველაზე მეტად?
მხიარულება.
რა არის შენი დევიზი?
ვშიშობ, არა მაქვს.
შენი საყვარელი გმირი ლიტერატურიდან?
დ’არტანიანი.
სად იცხოვრებდი?
თბილისში.
როგორ სიკვდილს ისურვებდი?
ძალიან მშვიდს და უდრტვინველს.
რა გამონათქვამებს, ფრაზებს იყენებ ყველაზე მეტად?
„მოგცლია, ერთი…“