Image Alt

წიგნები

ზევით და ქვევით

6,50 

„ზევით და ქვევით“ არჩილ სულაკაურის რჩეული მოთხრობების კრებულს წარმოადგენს. კრებულში შეხვდებით მოთხრობებს: „ზევით და ქვევით“, „ბიჭი და ძაღლი“, „ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისათვის“, „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“, „გაბო“, „მტრედები“, „ხიდი“ და სხვას.

მარაგში

საქართველო

არჩილ სულაკაური

1927 - 1997

პირველად ლექსები იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალებში, შემდეგ მოთხრობები. მოგვიანებით ის გამომცემლობა „ნაკადულის“ საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი, შემდეგ კი ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი გახდა. გამოქვეყნებული აქვს პოეტური („ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980) და პროზაული („ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966) კრებულები და რომანები („ოქროს თევზი“ (1966), „ლუკა“(1972).

იგი ავტორია საბავშვო მოთხრობებისა სალამურას თავგადასავალი (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1969 წ.), ჯადოსნური კაბა და ცისფერი ირემი.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

აღწერა

არჩილ სულაკაური (1927-1997) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და სტუდენტობიდანვე აქვეყნებდა ლექსებს ალმანახში „პირველი სხივი“.  

მისი პირველი მოთხრობა, „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“, მოგვიანებით, 1957 წელს დაიწერა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა მკითხველთა და ლიტერატორთა შორის; დაიდგა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. მოთხრობას მოჰყვა რომანები – „ლუკა“, „გაბო“, „თეთრი ცხენი“, „ოქროს თევზი“.  

პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, ცნობილია, როგორც საბავშვო მწერალი. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ზღაპრისთვის, „სალამურას თავგადასავალი“, მას 1971 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.  

არჩილ სულაკაურის მოთხრობების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ერთი ცის ქვეშ“, „ზღარბი“, „ბიჭი და ძაღლი“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ხორვატულ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ და იაპონურ ენებზე. 

ISBN 9789941307447
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

318

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…