Image Alt

წიგნები

ზაჰირი

5,95 

აღიარებული და სახელგანთქმული მწერალი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი, რომელიც სამხედრო კორესპონდენტია, უკვალოდ გაქრა. რა ბედი ეწია მას: გაიტაცეს, თავდასხმას ემსხვერპლა თუ უბრალოდ ქორწინებით უკმაყოფილო იყო და გაიქცა? ამ კითხვებზე პასუხების საძიებლად იწყებს მოგზაურობას მთავარი გმირი, თუმცა მიმართულებას წინასწარ არც გვიმხელს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941236228 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

მთარგმნელი: მარიამ მეგრელიშვილი

აღიარებული და სახელგანთქმული მწერალი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი, რომელიც სამხედრო კორესპონდენტია, უკვალოდ გაქრა. რა ბედი ეწია მას: გაიტაცეს, თავდასხმას ემსხვერპლა თუ უბრალოდ ქორწინებით უკმაყოფილო იყო და გაიქცა? ამ კითხვებზე პასუხების საძიებლად იწყებს მოგზაურობას მთავარი გმირი, თუმცა მიმართულებას წინასწარ არც გვიმხელს.
სწორედ ამ მოგზაურობის ისტორიაა „ზაჰირი“ – მსოფ­ლიოს სხვადასხვა ადგილში მოხეტიალე მამაკაცის მცდელობა, მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, რომელიც შეიძ­ლება არც არსებობდეს. დაკარგული სიყვარულის ძიებაში მამაკაცი ბევრ საჭირო და მოულოდნელ ცხოვრებისეულ დასკვნას გააკეთებს.
“სიყვარული ავადმყოფობაა, რომლისგან განთავისუფლება არავის სურს. ის, ვინც ერთხელ მაინც მოექცა მის მარწუხებში, თავის დახსნას აღარ ცდილობს; ვინც იტანჯება, განკურნება აზრადაც არ მოსდის…”

ISBN 9789941236228
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2014

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

279

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.267 kg
ზომები 1.5 × 13 × 20 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.