25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

წითელი ოთახი

24,90 

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

 

იუჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა სახელწოდებით „წითელი ოთახი“.

მარაგშია

არტიკული: 9789941306761 კატეგორია: ჭდე:

შვედეთი

ავგუსტ სტრინდბერგი

1849 - 1912

ავგუსტ სტრინდბერგი სკანდინავიური და ზოგადად, მსოფლიო მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1849 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. პიესებით  „ფრეკენ ჟული“ და „ზმანება“ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი როგორც მსოფლიო თეატრის, ისევე ლიტერატურის ისტორიაში. უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებად ითვლება მისი საეტაპო მნიშვნელობის რომანები - „ჰემსელები“ და „წითელი ოთახი“, რომელთა გამოცემის შემდეგ სტრინდბერგი დამსახურებულად მიიჩნევა ნატურალიზმისა და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენლად მსოფლიო ლიტერატურაში.

აღწერა

„წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული.მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად.გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი.და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები.სასაუბროდ იკრიბებოდნენ.

ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე.მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ.ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული.პირფერობა, ფარისევლობა და.კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის.ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად.შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან.საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.

 

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941306761

ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14 X 21

გვერდების რაოდენობა

430

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…