Image Alt

წიგნები

ვინ მოკლა ჩაიკა?

9,90 

“წარმოიდგინეთ, რომ სულ იატაკქვეშეთში ხართ. გაგი­ხარდებოდათ? არც ისე, ხომ? არც ელისაბედს უხაროდა. მას სიხარული უნდოდა, ცეკვა, შორეული მოგზაურობები უხაროდა და სანდროს გაკეთებული სპაგეტი. ამიტომ იყო ჩაიკა. იმ კაცებთან ერთად იყო, ვისაც ის უყვარდა და ვინც მას უყვარდა. ბედნიერი ქალი იყო…”

 

მარაგშია

არტიკული: 9789941302299 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ანა კორძაია-სამადაშვილი

დაიბადა 1968 წელს

ანა კორძაია-სამადაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსული ფილოლოგიის სპეციალობით, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წ. მისი მოთხრობების კრებულმა ბერიკაობა, რომელიც სოფიო კირვალიძის ფსედონიმით გამოქვეყნდა, ლიტერატურული პრემია საბა (2003) დაიმსახურა.

2011 წელს ანა კორძაია-სამადაშვილმა გამოაქვეყნა პირველი რომანი შუშანიკის შვილები; 2013 წელს - ვინ მოკლა ჩაიკა, რომლისთვისაც, როგორც წლის საუკეთესო ქართულენოვანი რომანის ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მისი ბოლო რომანია ზინკა ადამიანი (2018).

ანა კორძაია-სამადაშვილი, ასევე, გერმანულენოვანი ლიტერატურის მთარგმნელიცაა. ნათარგმნი აქვს ერიხ მარია რემარკის, ჰერტა მიულერის, ელფრიდე იელინეკის, კორნელია ფუნკეს, სეეს ნოტებოომის და სხვათა ნაწარმოებები.

ამჟამად კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემოქმედებითი წერის კურსს უძღვება.

ანა წერს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველნი რჩებიან. ის გვიჩვენებს მათ შინაგან სილამაზეს, სევდასა და ცხოვრებასთან ჭიდილს.

აღწერა

ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ბედნიერი ქალი მკვდარია. მოკლეს.
ყველამ ყველაფერი იცის, ერთი კაცის გარდა – მხოლოდ გამომძიებლისთვისაა საიდუმლო, ვინ მოკლა ჩაიკა.
საშინელი, ბნელით მოცული, ჩახვეულზე ჩახვეული ამბავია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქში ძალიან, ძალიან ცხელა…

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.166 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941302299

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

160

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…