Image Alt

წიგნები

ვეფხისტყაოსანი: გრაფიკული რომანი – ლიმიტირებული გამოცემა

99,90 

„ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.

ლიმიტირებული გამოცემა გამოირჩევა განსხვავებული, მბზინავი ყდით.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941303166 კატეგორია: ჭდე: , ,

საქართველო

დავით მაჭავარიანი

დაიბადა 1976 წელს

დავით მაჭავარიანმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სამხატვრო აკადემიაში. სტუდენტობის წლებში იყო დრამერი და უკრავდა იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ ჯგუფში ირაკლი ჩარკვიანთან ერთად.

1997 წლიდან მისი ილუსტრაციები აქტიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. იყო სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ბრენდმენეჯერი და საქართველოს ექსპერიმენტული თეატრის კოსტიუმების დიზაინერი.

გრაფიკული რომანი - ვეფხისტყაოსანი დღეისათვის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მხატვარი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების შექმნაზე.

აღწერა

„ვეფხისტყაოსანი“ 800-ზე მეტი წლისაა, სულაკაურის გამომცემლობა კი – 20-ის. თუმცა, ორივე ტრადიციაა. პირველი სრულიად საქართველოსი, მეორე კი – ქართული საგამომცემლო სივრცის. სულაკაურის გამომცემლობა 20 წლის იუბილეს ამბიციური პროექტით ხვდება – ქართული ლიტერატურის მთავარი ძეგლი ახალ სიცოცხლეს მასშტაბური გრაფიკული რომანის სახით იძენს.

ჩვენი მიზანია, რომ ამ ახალი ილუსტრაციებით გაფორმებულმა „ვეფხისტყაოსანმა“ მთელი ქვეყანა მოიცვას. შეაღწიოს იქ, სადაც შეიძლება გვეგონოს, რომ მისი ადგილი არ არის: ქუჩაში, სცენაზე, სკოლაში, სახლში, პირად საუბრებში – ყველგან, სადაც ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს.

„ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.

ლიმიტირებული გამოცემა გამოირჩევა განსხვავებული, მბზინავი ყდით.

ISBN 9789941303166
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

33.00 X 24.00

გვერდების რაოდენობა

224

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1,548 კგ
ზომები 1,5 × 33 × 24 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • შოთა რუსთაველი
    ვეფხისტყაოსანი
    69,90