25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები-ქუდი

წიგნები

ველური დეტექტივები

სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება. „დიდი ოდისეა“ ამ სერიის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც დიდტანიან ნაწარმოებებს აერთიანებს.

 

 

ISBN: 9789941306624 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

რობერტო ბოლანიო (1953-2003) დაიბადა ჩილეში, შემდეგ ცხოვრობდა მექსიკაში, სალვადორსა და ესპანეთში. მისმა რომანმა „ველური დეტექტივები“ გამოცემისთანავე მოიპოვა უდიდესი წარმატება და პრესტიჟული პრემიების ლაურეატი გახდა, ხოლო ქრონიკებისა და დეტექტიური ჟანრის ხერხებით შექმნილი ეს თითქმის ავტობიოგრაფიული რომანი კრიტიკამ ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ორიგინალურ ნაწარმოებად მიიჩნია.

მისი მთავარი გმირები არიან ახალგაზრდა, ავანგარდისტი პოეტები, რომლებიც, როგორც ყველა თაობის ახალგაზრდა ხელოვანნი, ესწრაფვიან, შეცვალონ ხელოვნებაში დამკვიდრებული ფორმები და თავიანთი, სრულიად განსხვავებული სიტყვა თქვან ლათინური ამერიკის პოეზიაში. ბოჰემური ცხოვრება, სწრაფვა წარმატებისაკენ, სიყვარული, სიკვდილი, იმედგაცრუება – აი, ის მთავარი თემები, რომლებსაც რომანის კითხვისას ვაწყდებით.

ნაწარმოები ღირებულია იმითაც, რომ მასში წამოჭრილი საკითხები ერთ კონკრეტულ თაობას, ერთ კონკრეტულ ქვეყანას კი არა, ზოგადად ყველა ახალგაზრდა ხელოვანის ბედსა თუ უბედობას ეხება პოეზიისა და ცხოვრების ურთულეს გზაზე.

პროდუქტის მონაცემები

ISBN

9789941306624

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ავტორი

რობერტო ბოლანიო

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

650

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავი პირველი შემფასებელი: „ველური დეტექტივები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…