Image Alt

წიგნები

ვარდის სურნელი

„ვარდის სურნელი“ – ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა.

ავტორი თხრობის დასაწყისშივე კისრულობს შეუსრულებელ მისიას, დაწეროს წიგნი უსიტყვებოდ და უფურცლებოდ, და, რაც მთავარია, იგი ამ მისიას ასრულებს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იგი მართლაც წერს ასეთ წიგნს…

ალუზიებით, პოეზიითა და სევდით გაჟღენთილ ამ ტექსტში გვაოცებს მოულოდნელი გადახვევები და ლაბირინთები. შეუძლებელია მიხვდე, რა გელოდება შემდეგ გვერდზე, და აქ ასეთი სამასამდე გვერდია. ეს ყველაფერი როდია: მკითხველს რომანში ელის კიდევ ერთი პატარა რომანი სახელად „სიტყვების გამოფენა“, რომელიც „ვარდის სურნელშია“ გახვეული.

ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.

არტიკული: 9789941308574 კატეგორია:

საქართველო

ზაზა ბურჭულაძე

დაიბადა 1973 წელს

ზაზა ბურჭულაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

მისი მოთხრობები 1998 წლიდან იბეჭდებოდა ქართულსალიტერატურო პერიოდიკაში: არილი, ანაბეჭდი, ცხელი შოკოლადი, ტაბულა. იყო რადიო თავისუფლების საავტორო ბლოგის ავტორი. თარგმნილი აქვს დოსტოევსკის, ხარმსისა და სოროკინის პროზა.

2011 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის გასაბერი ანგელოზი.

ამჟამად ცხოვრობს ბერლინში, გერმანიაში. ითვლება თანამედროვე ლიტერატურის პოსტმოდერნისტ მწერლად, რომელიც შეულამაზებლად, შავი იუმორის ელემენტებით გაჯერებულ ნაწარმოებებს ქმნის. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც და თარგმნილია მრავალ ენაზე.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანები ტურისტის საუზმე, adibas, გასაბერი ანგელოზი.

ISBN9789941308574
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

15.50 X 24.00

გვერდების რაოდენობა

270

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…