Image Alt

წიგნები

ვაფლის გულები

8,90 

განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…

მარაგშია

ნორვეგია

მარია ფარი

დაიბადა 1981 წელს

მარია ფარი ნორვეგიელი მწერალია, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი და არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მარია ფარს ხშირად თანამედროვე ასტრიდ ლინდგრენს უწოდებენ, რადგან მისი წიგნები მკითხველს მხიარულებით, სევდითა და სიბრძნით სავსე ბავშვობაში ამოგზაურებს. ქართულ ენაზე ავტორის ორი წიგნი ითარგმნა. „ვაფლის გულები“ და „ტუვა გლიმერდალიდან” - ამ შესანიშნევ წიგნებს „მოსწავლის ბიბლიოთეკაში“ აღმოაჩენთ.

აღწერა

მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი

განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…

„ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს „ვაფლის გულების“ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.

ISBN9789941239793
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

168

დამატებითი ინფორმაცია

წონა0.226 kg
ზომები1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.