Image Alt

წიგნები

ვა, სოფელო

18,90 

მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს…

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

რეკვიემი

„რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) პირველი რომანია.

ცხოვრება თითქოს შეცვლილია, აღარავის აკრთობს ღამის სიჩუმეში მოახლოებული მანქანის ხმა, როგორც გარდაუვალი დაღუპვის ნიშანი... თუმცა ადამიანებს მაინც თან სდევს იმ საშინელი შიშის აჩრდილი. ავტორი გვეკითხება, შეიცვალა კი თავად ადამიანის ბუნება?

ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ზაირა არსენიშვილის რომანს „ვა, სოფელო“ და პროზაულ კრებულს „კენჭები“.

საქართველო

ზაირა არსენიშვილი

1933-2015

ზაირა არსენიშვილი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი და მწერალია.

განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. მუშაობდა ოპერის ორკესტრის მევიოლინედ, მუსიკის პედაგოგად, მოგვიანებით კი - კინოში, სადაც კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით წერდა სცენარებს მისი ფილმებისთვის: როცა აყვავდა ნუში, აურზაური სალხინეთში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და სხვა.

არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორი. მისი რომანი ვა, სოფელო, ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნად გადაიქცა.

აღწერა

ხმოვანი ვერსიის ნაწყვეტის მოსასმენად დააჭირე აქ

მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ.

ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები.

„ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“,- თამაზ ჭილაძე

 

https://www.facebook.com/sulakauripublishing/posts/10158436052969211

მკითხველი გირჩევთ:

 

ვა-სოფელო
ვა-სოფელო
ვა-სოფელო
ISBN 9789941303012
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

30.70 X 19.50

გვერდების რაოდენობა

660

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,605 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…