Image Alt

წიგნები

ულისე ბაღდადიდან

13,90 

„მე მქვია საად საადი, რაც არაბულად იმედ იმედს ნიშნავს, ხოლო ინგლისურად – სევდიან სევდიანს,”– ასე იწყება თანამედროვე ფრანგული პროზის ერთ-ერთი სახელგანთქმული წარმომადგენლის, ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი „ულისე ბაღდადიდან”.

ნაწარმოების მთავარ გმირს, საად საადს, ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია, ქალაქისა, სადაც დაბომბვისას მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურ­ჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან…

ერიკ-ემანუელ შმიტი, თხრობის უბადლო ოსტატი, აიძულებს მკითხველს, მონუსხულმა მორჩილად იხეტიალოს სიუჟეტის ლაბირინთებში, რომელიც მას ხან ჰომეროსის გმირის ყარიბობას მოაგონებს, ხანაც „ათას ერთი ღამის” ზღაპრებს; და უთუოდ დააფიქრებს იმაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა საზღვრებს მესამე ათასწლეულის დასაწყისის კაცობრიობისათვის.

მარაგშია

არტიკული: 9789941308734 კატეგორია:

ბელგია / საფრანგეთი

ერიკ-ემანუელ შმიტი

დაიბადა 1960 წელს

ერიკ-ემანუელ შმიტი თანამედროვე ფრანგი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი. დაიბადა 1960 წელს რონაში, სენტ ფუა დე ლიონში, 2008 წლიდან კი ბელგიის მოქალაქეა. მისი ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, სპექტაკლები კი 50-ზე მეტ ქვეყანაშია დადგმული.

აღწერა

ISBN 9789941308734
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

332

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…