Image Alt

წიგნები

უჩვეულო დანა

7,90 

ეს-ესაა, უილმა ადამიანი მოკლა და გაიქცა. გაქცევა მის სამყაროზე ბევრად შორს წაიყვანს – ქალაქისკენ, რომელიც ავის მომასწავებლად შფოთავს, და, გოგოსკენ, რომელსაც ლაირა ჰქვია. მათი ბედისწერა უცნაურადაა დაკავშირებული – ერთად უნდა იპოვონ ყველა სამყაროში არსებული უძლიერესი იარაღი…

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ფილიპ პულმანი

დაიბადა 1946 წელს

ფილიპ პულმანი ბრიტანელი მკითხველის ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია და ეს პოპულარობა განსაკუთრებით უკავშირდება მის ტრილოგიას „ოქროს კომპასი“. სერიის ერთგვარი გაგრძელებაა მორიგი ტრილოგია „ქვიშის წიგნი“.

პულმანი პრინციპულად იცავს თავის პოზიციებს და ხშირად გამოსულა ადამიანის უფლებების დასაცავად, სახელმწიფოს კონკრეტული გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად, მძაფრად გაუკრიტიკებია ეკლესია და არც გამომცემლებს დარჩენია ვალში მწერლებისა თუ მკითხველთა ინტერესების დასაცავად.

მიღებული აქვს კარნეგის მედალი, გარდიანის პრიზი და ასტრიდ ლინდგრენის პრემია. „თაიმსმა“ იგი 1945 წლის შემდგომ 50 საუკეთესო ბრიტანელი ავტორის სიაში შეიყვანა. BBC-ს გამოკითხვაში, სახელად The Big Read, სადაც ბრიტანელების ფავორიტი 200 ავტორის სია შედგა, პულმანი და მისი „ოქროს კომპასის“ ტრილოგია მესამე ადგილზე არიან „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სიამაყისა და ამპარტავნების“ შემდეგ.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ეს-ესაა, უილმა ადამიანი მოკლა და გაიქცა. გაქცევა მის სამყაროზე ბევრად შორს წაიყვანს – ქალაქისკენ, რომელიც ავის მომასწავებლად შფოთავს, და, გოგოსკენ, რომელსაც ლაირა ჰქვია. მათი ბედისწერა უცნაურადაა დაკავშირებული – ერთად უნდა იპოვონ ყველა სამყაროში არსებული უძლიერესი იარაღი…

არაერთი ჯილდოს მფლობელი, ბესტსელერი შედევრი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელისაგან.

„ყველაზე ამბიციური ნამუშევარი „ბეჭდების მბრძანებლის“ შემდეგ…  რამდენადაც დიდებული ტექსტია, იმდენადვე იწვევს ინტელექტუალურ  აღმაფრენას“.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941301025
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

299

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,347 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.