25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

6,90 

რა არსებები არიან მუმინები, ტროლები, მუმრიკები და სნორკები? ვინ არიან სნუსმუმრიკი, სნიფი, უჩინარი ბავშვი და კაბიანი ჰემული?.. გადაფურცლავ ამ ფანტასტიკური თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე წიგნს და ნელ-ნელა თვალწინ ახალი სამყარო გადაგეშლება.

მარაგშია

არტიკული: 9789941236303 კატეგორია: ჭდე: ,

ფინეთი

ტუვე იანსონი

1914 - 2001

ტუვე იანსონი ფინეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. მის წიგნებს, რომლებიც სულ მცირე, ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ტუვე იანსონის მიერ შექმნილ მუმინებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სუვენირების, ტანსაცმლის, სამკაულისა თუ აქსესუარების გარდა, არსებობს მუმინების თემატური პარკები და კაფეებიც. ტუვე იანსონის წიგნების კითხვისას სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს. თუმცა ფინელი მწერლის შემოქმედება სწორედაც რომ ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.

აღწერა

მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

რა არსებები არიან მუმინები, ტროლები, მუმრიკები და სნორკები? ვინ არიან სნუსმუმრიკი, სნიფი, უჩინარი ბავშვი და კაბიანი ჰემული?.. გადაფურცლავ ამ ფანტასტიკური თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე წიგნს და ნელ-ნელა თვალწინ ახალი სამყარო გადაგეშლება. ამ სამყაროს შემოქმედი კი ფინელი მწერალი ქალი ტუვე იანსონია, რომელიც შვედურად წერს და თვითონვეა მუმინების ბიბლიოთეკის ილუსტრატორიც. მისი კეთილი, მხიარული და ამავე დროს ნაღვლიანი ამბები მუმინების ხეობაში დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდება.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.201 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941236303

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

168

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *