Image Alt

წიგნები

უბედობა

7,00 

მთარგმნელი: ანი აბულაშვილი

„უბედობა“ ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ნობელიანტი მწერლის, იმრე კერტესის ავტობიოგრაფიული რომანია, დაწერილი 1973-1975 წლებში. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს.

 

არ არის მარაგში

უნგრეთი

იმრე კერტესი

1929 - 2016

უნგრელი მწერალი იმრე კერტესი 14 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს და 1944 წელს აუშვიცში აღმოჩნდა. იქიდან კი მალევე ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, 1945 წელს გაათავისუფლეს და ბუდაპეშტში დაბრუნდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კერტესი დისიდენტი გახდა. იყო ჟურნალისტი. წერდა ესეებს და თარგმნიდა კიდეც.

მისი მთავარი ნაწარმოები „უბედობა“ დიდწილად მის პირად გამოცდილებას ეფუძნება, ისევე, როგორც მისი კიდევ რამდენიმე ტექსტი.

2002 წელს გადაეცა ნობელის პრემია.

აღწერა

მთარგმნელი: ანი აბულაშვილი

„უბედობა“ ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ნობელიანტი მწერლის, იმრე კერტესის ავტობიოგრაფიული რომანია, დაწერილი 1973-1975 წლებში. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს.

კიოვიშს არაფერი აქვს საერთო ებრაელებთან; არ უნდა, რომ იმ.ყველაფერს, რაც თავს გადახდა, ბედისწერა უწოდოს; არ შეუძლია.დაუშვას, რომ არც მტყუანი იყოს და არც მართალი, არც გამარჯვებული და.არც დამარცხებული, ან ყველაფერი უბრალო შემთხვევითობას.მიაწეროს. რადგან „თუ ბედი არსებობს, მაშინ თავისუფლებაა.შეუძლებელი და პირიქით, თუ არსებობს თავისუფლება, მაშინ ბედი არ არსებულა…“ ბუდაპეშტი დაბრუნებული.თავიდან მხოლოდ სიძულვილს გრძნობს, მაგრამ ძლიერი.პიროვნული თვისებების წყალობით იმარჯვებს.მთელ ამ ნაცისტურ საშინელებებზე და წარმოუდგენელი.ოპტიმიზმით ივსება, რადგან: „არაფერია ამქვეყნად ისეთი, რასაც.სრულიად ბუნებრივი მოვლენასავით ვერ გადავიტანთ; და ამ ჩემს.გზაზე მე… ხაფანგივით ჩასაფრებული ბედნიერება.მელოდება…“

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ISBN 9789941304767
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

328

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,308 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.