25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ტურისტის საუზმე

17,90  8,95 

„ზაზა ბურჭულაძემ ბოლო ათწლეულის ჩვეულებას არ უღალატა და ისევ შედევრი შექმნა. ტექსტი, რომელსაც ჰქვია „ტურისტის საუზმე“, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. სიტყვაკაზმული მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლია, ნატურალიზმის თანამედროვე (ყველაზე უჩვეულო რამეებიც რომ ნატურალურად, ბუნებრივად ჩანს და მკითხველმაც nil admirari „არაფერი გაიკვირვო“ პოზა უნდა დაიკავოს) და ჰუმანიზმის ანტიკური (ადამიანია ყველაფრის საზომი) ან შუასაუკუნეობრივი გაგებით (ადამიანი და არა ღმერთი სამყაროს ცენტრში).“

ლევან ბერძენიშვილი

 

მხოლოდ 10 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941235504 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ზაზა ბურჭულაძე

დაიბადა 1973 წელს

ზაზა ბურჭულაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

მისი მოთხრობები 1998 წლიდან იბეჭდებოდა ქართულსალიტერატურო პერიოდიკაში: არილი, ანაბეჭდი, ცხელი შოკოლადი, ტაბულა. იყო რადიო თავისუფლების საავტორო ბლოგის ავტორი. თარგმნილი აქვს დოსტოევსკის, ხარმსისა და სოროკინის პროზა.

2011 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის გასაბერი ანგელოზი.

ამჟამად ცხოვრობს ბერლინში, გერმანიაში. ითვლება თანამედროვე ლიტერატურის პოსტმოდერნისტ მწერლად, რომელიც შეულამაზებლად, შავი იუმორის ელემენტებით გაჯერებულ ნაწარმოებებს ქმნის. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც და თარგმნილია მრავალ ენაზე.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანები ტურისტის საუზმე, adibas, გასაბერი ანგელოზი.

აღწერა

„ზაზა ბურჭულაძემ ბოლო ათწლეულის ჩვეულებას არ უღალატა და ისევ შედევრი შექმნა. ტექსტი, რომელსაც ჰქვია „ტურისტის საუზმე“, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. სიტყვაკაზმული მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლია, ნატურალიზმის თანამედროვე (ყველაზე უჩვეულო რამეებიც რომ ნატურალურად, ბუნებრივად ჩანს და მკითხველმაც nil admirari „არაფერი გაიკვირვო“ პოზა უნდა დაიკავოს) და ჰუმანიზმის ანტიკური (ადამიანია ყველაფრის საზომი) ან შუასაუკუნეობრივი გაგებით (ადამიანი და არა ღმერთი სამყაროს ცენტრში). ავტორი საპრემიო ფინიშზე გავიდა, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ლიტერატურული პრემია, რომელიც ამ ტექსტს მოირგებდა. თუ მართალი იყო ამ წიგნის დაწერამდე, ან, უბრალოდ, „მდე“ მწერალი თავისი შემოქმედების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასებისას (ნახევარრომანის ავტორი ვარო), „შემდეგ“ მწერალი უკვე ორ-ნახევარი რომანის ავტორია. ბერლინში დაწერილი „საუზმე“ ქართველ მწერალს ორად უნდა ჩაეთვალოს, როგორც ოდესღაც პოლარული წრის იქით მყოფ პატიმრებს ეთვლებოდათ ერთი დღე ორად“.

ლევან ბერძენიშვილი

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.189 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.