Image Alt

წიგნები

წრიპა ბიჭის დღიური: ახალი სახლი (წიგნი 14)

11,90 

მთარგმნელი: ნინო გოგალაძე

გრეგი სუპერტექნოლოგიებით აღჭურვილ სახლზე ოცნებობს, რომელსაც ძირითადი ნაწილი მიწისქვეშ ექნება განლაგებული. მოულოდნელად ჰეფლები დიდედა რებას გარდაცვალების ამბავს შეიტყობენ. ამ სამწუხარო ცნობასთან ერთად მათ სასიამოვნო სიურპრიზი ელით – მემკვიდრეობით მიღებული დიდედას ქონების ნაწილი. გრეგს მაშინვე თავისი საოცნებო სახლი უდგება თვალწინ. თურმე დედაც სახლის განახლებაზე ფიქრობს…

შეძლებენ ჰეფლები ნაანდერძევი ფული ისე გამოიყენონ, სახლიც გაადიდონ და მეზობლებიც არ მოიმდურონ?

მარაგშია

ა.შ.შ.

ჯეფ კინი

დაიბადა 1971 წელს

ჯეფ კინი მსოფლიო ბესტსელერი „წრიპა ბიჭის დღიურისა“ და სერიის მომდევნო წიგნების ავტორია. 2009 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ ჯეფ კინი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ჯეფ კინი სამხრეთ მასაჩუსეტსში ცოლსა და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, სადაც საკუთარი წიგნის მაღაზია აქვს. ჯეფ კინი ცდილობს დაარწმუნოს ბავშვები, რომ წიგნებთან გატარებული დრო უფრო სახალისოა, ვიდრე ეკრანებთან. მისი წიგნები მართლაც იმდენად მიმზიდველია ბავშვებისთვის, რომ ის ეხმარება მშობლებსა და აღმზრდელებს, დაახლოვონ ბავშვები წიგნებთან და განუვითარონ მათ კითხვის ჩვევა.

აღწერა

ISBN 9789941307768
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

19.50 X 27.52

გვერდების რაოდენობა

218

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.