Image Alt

წიგნები

ცნობილი ხუთეული – საგანძური

29,90 

მთარგმნელები: ნათია ჯინჯოლავა, ანი კოპალიანი, ნატო კვარაცხელია, ნიკა სამუშია, გია ბერაძე

საგანძური ცნობილი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბებს აერთიანებს. მეგობრები ხან საშიში დამნაშავეების პირისპირ აღმოჩნდებიან, ხან ცირკის ქარავანთან ერთად მოგზაურობენ, ხან აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და ველოტურს გეგმავენ, ან საზაფხულო არდადეგებზე კარავში ცხოვრებით ტკბებიან და ახალ მეგობრებსაც იძენენ. მოკლედ, მათ საინტერესო თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს.

კრებული საუკეთესო საჩუქარია სერიის მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვინც პირველად ეცნობა ცნობილ ხუთეულს.

მარაგშია

არტიკული: 9789941307416 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

ISBN9789941307416
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

22.90 x 27.60

გვერდების რაოდენობა

224

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.