25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები-ქუდი

წიგნები

ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე (წიგნი 1)

7,90 

გაიცანით ცნობილი ხუთეული: ჯულიანი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი. ჯულიანი, დიკი და ენი საზაფხულო არდადეგებს თავიანთ ბიძაშვილთან, ჯორჯთან ატარებენ. ჯორჯის ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ყველა ჯორჯს ეძახის. ტიმი – ჯორჯის ძაღლი – ბავშვების განუყრელი მეგზურია.

მარაგშია

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

მთარგმნელი: ანი კოპალიანი​

გაიცანით ცნობილი ხუთეული: ჯულიანი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი. ჯულიანი, დიკი და ენი საზაფხულო არდადეგებს თავიანთ ბიძაშვილთან, ჯორჯთან ატარებენ. ჯორჯის ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ყველა ჯორჯს ეძახის. ტიმი – ჯორჯის ძაღლი – ბავშვების განუყრელი მეგზურია. სერიის პირველ წიგნში ხუთეული კუნძულ კირინის გამოკვლევას გადაწყვეტს და სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი თავგადასავალი. კირინის ძველისძველი ციხესიმაგრე იდუმალებითაა მოცული და ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ, რას ან ვის აღმოაჩენენ სასახლის ბნელ დილეგში.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.197 kg
ზომები 1.5 × 14 × 21 cm

პროდუქტის მონაცემები

ISBN

9789941239724

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14 X 20

გვერდების რაოდენობა

152

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავი პირველი შემფასებელი: „ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე (წიგნი 1)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…