Image Alt

წიგნები

ცნობილი ხუთეული: ხუთეული დროს შესანიშნავად ატარებს (წიგნი 11)

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ.

ხუთეული არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებს. ბავშვები უეცრად კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან.

აბა, გაიგე, ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში და რატომ?

არტიკული: 9789941307409 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307409

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.00 X 21.00

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.