Image Alt

წიგნები

წმინდა წყვდიადი

14,90 

„ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.“

ლევან ბერძენიშვილი

არ არის მარაგში

ლევან ბერძენიშვილი

მწერალი და მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი 1953 წელს ბათუმში დაიბადა. პროფესიით ფილოლოგს 1990 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1978 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის“ გამო 1984-1987 წლებში პოლიტიკური პატიმარი იყო. 1994-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. იყო საქართველოს მე-6 და მე-8 მოწვევის პარლამენტი წევრი.

წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა. 2009-2011 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა და ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობდა. დღეს რამდენიმე უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორია.

ლევან ბერძენიშვილი 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ლათინური ენის სახელმძღვანელოს თანაავტორია. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია.

სულაკაურის გამომცემლობამ მისი, როგორც ავტორისა და მთარგმნელის, რამდენიმე წიგნი უკვე გამოსცა, მათ შორისაა: საავტორო - „წმინდა წყვდიადი“ და თარგმანები - „ილიადა“, „ორესტეა“ და „ესქილეს ტრაგედიები“.

აღწერა

„ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.

ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა; ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც, მაგრამ მე „კალამი ავიღე ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად ან დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟების გადასარჩენად, რადგან თუ ეს პერსონაჟები დაიკარგებიან, მეც დავიკარგები, და ვიღაც შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს“.

ლევან ბერძენიშვილი

ISBN 9789941238048
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

280

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,266 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.