Image Alt

წიგნები

წითური ქალი

12,90 

თანამედროვე თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის ბოლო რომანი „წითური ქალი“ 2016 წელს გამოვიდა, მრავალ ენაზე ითარგმნა და მწერლის სხვა, უკვე საქვეყნოდ ცნობილი რომანების მსგავსად, თურქეთის გარდა, ბევრი სხვა ქვეყნის მკითხველების აღიარება მოიპოვა.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238680 კატეგორია: ჭდე: ,

აღწერა

მთარგმნელი: ნანა ჯანაშია

თანამედროვე თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის ბოლო რომანი „წითური ქალი“ 2016 წელს გამოვიდა, მრავალ ენაზე ითარგმნა და მწერლის სხვა, უკვე საქვეყნოდ ცნობილი რომანების მსგავსად, თურქეთის გარდა, ბევრი სხვა ქვეყნის მკითხველების აღიარება მოიპოვა.
„წითური ქალი“ სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ისევე, როგორც ფამუქის წინა რომანებში,  მოქმედება აქაც თურქეთში ხდება, ამჯერად _ სტამბოლის მახლობლად, პატარა ქალაქ ონგორენში, თურქეთში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე. ესაა ამბავი ნაწარმოების მთავარი გმირის, ლიცეუმის მოსწავლის, ჯემ ჩელიქისა, რომელსაც  შეუყვარდება იდუმალი, ბევრად უფროსი წითურთმიანი ქალი, მოხეტიალე თეატრის მსახიობი, რომელიც ყოველ საღამოს მაყურებელს ძველ ზღაპრებსა და თქმულებებს უამბობს. ჯემ ჩელიქი პირველად გამოცდის ძლიერ სიყვარულს, ეჭვიანობას, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას.  ოცდაათი წლის შემდეგ კი ისევ შეხვდება თავის წარსულს…
და კიდევ, ესაა ამბავი საშინელი ცოდვისა, რომელიც  მთელი სიცოცხლის მანძილზე სდევს თან მთავარ გმირს, ბედისწერას კი ვერავინ გაექცევა…

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941238680
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

232

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.271 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.