Image Alt

წიგნები

ცისფერი ირემი

12,90 

დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება!

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941233340 კატეგორია: ჭდე: ,

საქართველო

არჩილ სულაკაური

1927 - 1997

პირველად ლექსები იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალებში, შემდეგ მოთხრობები. მოგვიანებით ის გამომცემლობა „ნაკადულის“ საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი, შემდეგ კი ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი გახდა. გამოქვეყნებული აქვს პოეტური („ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980) და პროზაული („ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966) კრებულები და რომანები („ოქროს თევზი“ (1966), „ლუკა“(1972).

იგი ავტორია საბავშვო მოთხრობებისა სალამურას თავგადასავალი (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1969 წ.), ჯადოსნური კაბა და ცისფერი ირემი.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

აღწერა

დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება! მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას. პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს  საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941233340
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

232

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.272 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.