Image Alt

წიგნები

ცემენტის ბაღი

10,90 

მთარგმნელი: ნინო თარხან-მოურავი

მშობლების გარდაცვალება დაობლებულ და-ძმებს „დიდობანას“ თამაშს აწყებინებს. ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება ამ თამაშიდან თავის დაღწევა. როგორ უნდა გაუმკლავდნენ უეცრად თავს დატეხილ „თავისუფლებას“ ბავშვები, მაშინ როცა ყველაფერი უმნიშვნელო მათთვის ჯადოსნური და მისტიკური, მართლაც უჩვეულო კი გულუბრყვილო თამაშის ნაწილია.

მარაგშია

არტიკული: 9789941301254 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

იენ მაკიუენი

დაიბადა 1948 წელს

იენ მაკიუენი წელს დაიბადა ინგლისში, ჰემფშირში. ბავშვობის დიდი ნაწილი ავტორმა გაატარა აღმოსავლეთ აზიაში, გერმანიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ქვეყნებში, სადაც მამამისს ამწესებდნენ არმიიდან. ინგლისში დაბრუნებისა და განათლების მიღების შემდგომ წერას მიჰყო ხელი.

მისი პირველი ნამუშევრები 70-80-იან წლებში ძალზე მძაფრი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა. მისი პერსონაჟები ხშირად ექსტრემალური ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ და ამის გამო ავტორს „იენ მაკაბრიც“ კი შეარქვეს. ბოლო წლებში მისი ნაწარმოებები დროსთან რელევანტურია და აქტუალურ საკაცობრიო საკითხებს შეეხება.

რამდენიმე ნაყოფიერად გატარებული სამწერლო ათწლეულის, უამრავი ჯილდოსა და აღიარების შემდეგ, მაკიუენი დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი მწერალია.

აღწერა

რა იმალება გარე სამყაროსგან მოწყვეტილი პირქუში სახლის კედლებს მიღმა, ერთი ჩვეულებრივი ისტორია, ყველას რომ გადახდენია თავს, თუ ისეთი თავზარდამცემი და შემაძრწუნებელი ამბავი, ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებს რომ ააჭრელებდა?

„ცემენტის ბაღი“ თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, ბუკერის პრემიის ლაურეატ იენ მაკიუენის პირველი რომანია.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ISBN 9789941301254
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2014

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

165

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.189 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.