Image Alt

წიგნები

ცათამბჯენი

12,90 

მთარგმნელი:  გურამი ღონღაძე

მრავალსართულიანი შენობის აივანზე მჯდომი მამაკაცი გერმანული ნაგაზის ხორცს სახელდახელოდ გაჩაღებულ კოცონზე ბრაწავს და ფიქრობს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…

მარაგშია

არტიკული: 9789941302220 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

ჯეიმს ბალარდი

1930 - 2010

ჯეიმს ბალარდი უდავოდ უმნიშვნელოვანესი ბრიტანელი ავტორია. მან დიდი გავლენა მოახდინა მწერლებზე, მაგრამ ამავე დროს იგი დღემდე რჩება ბევრი ვიზუალური არტისტისა და მუსიკოსის შთაგონების წყაროდ. მის ნაწარმობების სტილისა და ახალი ფორმების გამო ტერმინი „ბალარდულიც“ კი დაინერგა.

იგი დაიბადა შანხაიში და მეორე მსოფლიო ომის დროს წლები გაატარა იაპონურ საკონცენტრაციო ბანაკში, რაც აისახა მის ნაწარმოებში, „მზის იმპერია“. ავტორს დიდი წვლილი მიუძღვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გადააზრებაში. ამასთანავე, მისი ტექსტები შეიცავს უამრავ გაფრთხილებას და უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველებას, რის გამოც ისინი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მის მნიშვნელობას უილიამ ბეროუზიც აღიარებდა და მწერლებს ერთხანს მიმოწერაც კი ჰქონდათ გაჩაღებული.

სხვადასხვა დროს მისი ნაწარმოებების მიხედვით ფილმები გადაიღეს სტივენ სპილბერგმა („მზის იმპერია“), დევიდ კრონენბერგმა („შეჯახება“) და ბენ უიტლიმ („ცათამბჯენი“).

აღწერა

ბეტონის ორმოცსართულიანი კეთილმოწყობილი ცათამბჯენის მცხოვრებნი ვნებააშლილ თამაშებში ეხვევიან და ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოყოფენ თავს. ალკოჰოლით გაბრუებული, თავქარიანი წვეულებები მაროდიორების თავდასხმის ადგილებად იქცევა, პენტჰაუზის აუღელვებელი და მშვიდი მეზობლები კი – ქვედა, ჭუჭყიანი სართულების ბინადრების ნამდვილ მტრებად. ცოტა ხანში დერეფნები ნაგვითა და ნანგრევებით გაივსება, აუზის ბინძური წყალი დაშრება, კედლებს უხამსი წარწერები შეავსებს…

ურბანული ცხოვრების დისტოპიური ხედვა და ადამიანის პირველყოფილური ბუნების მანკიერება ჯ.გ. ბალარდს არსად ისე ოსტატურად არ უკვლევია, როგორც „ცათამბჯენში“. 2015 წელს რომანის მიხედვით შეიქმნა ამავე სახელწოდების ფილმი ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობით

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

 

ISBN 9789941302220
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

222

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.213 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…