Image Alt

წიგნები

ტრამალის მგელი

19,90 

მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი

1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941151774 კატეგორია: ჭდე: , ,

გერმანია / შვეიცარია

ჰერმან ჰესე

1877 - 1962

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ კვალი დაამჩნია. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა.

გერმანულ ნაციზმთან შეუთავსებლობის გამო იგი შვეიცარიაში გადასახლდა და იქ აგრძელებდა მოღვაწეობას. სამშობლოდან მას უგზავნიდნენ მუქარის წერილებს და ამიტომ ჰიტლერისა და მისი რეჟიმის აღზევებასთან ერთად ჰესემ 1923 წელს შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო და იქ დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი სათანადოდ აღიარეს, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მიერ დაგმობილი მისი ტექსტები კარგა ხანს გამოუქვეყნებელი რჩებოდა.

მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოგზაურობამ ინდოეთში. ჰესე ამბობდა, რომ დასავლურზე ბევრად დიდი გავლენა ჩემზე ჩინურმა და ინდურმა ფილოსოფიამ იქონიაო.

ჰესე გატაცებული იყო ფერწერით და თავადაც ხატავდა, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მისთვის ჰქონდა მუსიკას, რაც კარგად ჩანს მის სხვადასხვა ნაწარმოებებში.

ჰერმან ჰესე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან გერმანულენოვან მწერლად.

აღწერა

მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი

1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს.

კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრებების მიხედვით.შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი.საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს.რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ.აგრძნობინებს თავს.

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა.შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა.

ISBN 9789941151774
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

252

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…