25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ტყის ჩეხა

10,90 

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე

„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია. რადგან ავტორს დიდად არც უცდია, დაემალა, ვის გულისხმობდა მოქმედ პირებში, ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. ზოგიერთი მათგანის ჩივილის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვა დროებით შეჩერებულიც კი იყო ავსტრიაში, რამაც რომანს, ბუნებრივია, მეტი პოპულარობა მოუტანა.

1984 წელს დაწერილი „ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე გამოდის.

მარაგშია

არტიკული: 9789941305917 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

ტყის ჩეხა  თომას ბერნჰარდი

ცნობილი კომპოზიტორისა და მისი მომღერალი მეუღლის ბინაში, „ყურებიან“ სავარძელში.მოკალათებული მთხრობელი უხმოდ აკვირდება ვენის მაღალ საზოგადოებას, რომელიც.ბურგთეატრის მსახიობის პატივსაცემად გამართულ „შემოქმედებით ვახშამზე“ შეკრებილა. დაკვირვების შედეგი არცთუ სახარბიელოა – ვახშმის მონაწილეთაგან.ვერცერთი ვერ გადაურჩება მთხრობლის გამანადგურებელ განაჩენს – მათ შორის, ვერც თვითონ.

1984 წელს დაწერილი „ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე გამოდის.

„ტყის ჩეხა მეტარომანია, მისი თემაა ხელოვნების ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში. მასში უმოწყალო ირონიითა გაშიშვლებული თანამედროვე პირმოთნე საზოგადოება, რომლისთვისაც ხელოვნება.სოციალური დაწინაურებისა და აღიარების მოპოვების საშუალებად.ქცეულა. იგი თავს ესხმის კონფორმისტ, შეუმდგარ მსახიობებს, მწერლებსა და კომპოზიტორებს, რომლებიც

„სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა პატარა, გაიძვერა, ამპარტავან სახელმწიფო წურბლებს, რომელთან რამდენიმე სასაცილო პრიზსა და განაღდებულ პენსიას ანაცვალეს ლიტერატურა და.ხელოვნება, მიეყიდნენ სახელმწიფოს და მის კულტურის სფეროს მოხელეებს და, ამასობაში, ისევე უსინდისოდ.აქციეს ჩვეულებად ეპიგონური კიჩი, როგორც დაფინანსების.გამცემი სამინისტროების კიბეებზე ასვლა.““

ლევან ცაგარელი

 

მკითხველი გირჩევთ:

ტყის ჩეხა ბერნჰარდი

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941305917

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ავტორი

თომას ბერნჰარდი

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

216

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…