25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ტიბეტი არ არის შორს

7,90 

მარაგშია

არტიკული: 9789941233296 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

დათო ტურაშვილი

დაიბადა 1966 წელს უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას.

პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1991 წელს; გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი.

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, მაკედონიურ, თურქულ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და ჩეხურ ენებზე.

მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2008) საუკეთესო პიესისათვის შავი კეტები.

დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერად მიიჩნევა მისი რომანი ჯინსების თაობა, რომლის მიხედვით დადგმული სპექტაკლიც თავისუფალ თეატრში რამდენიმე წელია, რაც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

აღწერა

ეს წიგნი პირველად ათი წლის წინ გამოქვეყნდა, როცა ტიბეტი ჩვენგან უფრო შორს იყო, ისევე, როგორც თავისუფლება, მაგრამ ამ წიგნისადმი ინტერესი ახლაც დიდია მკითხველებს შორის და სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით, ეს წიგნი მესამედ იბეჭდება.
პირველი გამოცემა ნათია აბრამიამ ტიბეტელების მეთოთხმეტე დალაი–ლამასაც კი აჩუქა, როცა ქართველი ჟურნალისტი მას დარამსალას რეზიდენციაში ესტუმრა და ეს წიგნი ტიბეტელების სულიერ ლიდერს თვითონვე წაუკითხა. დალაი–ლამა მოთმინებით ისმენდა იქვე, მისთვის სახელდახელოდ თარგმნილ ქართულ წიგნს და ალბათ სიამოვნებით უკვირდა, რომ შორეულ საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სხვისი ბედნიერებაც ისეთივე  ძვირფასია, როგორც საკუთარი თავისუფლება.
ტიბეტელების ღრმა რწმენით კი ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება ბედნიერი იყოს, როცა იგი თავისუფალია…

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.121 kg
ზომები 1.5 × 11 × 17 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941233296

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

11.00 X 17.00

გვერდების რაოდენობა

164

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.