25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

თევზის კონცერტი

14,90  7,45 

ჰალდორ კილიან ლაქსნესი (1902-1998) ისლანდიელი მწერლის, პოეტის,დრამატურგის, მთარგმნელის ჰალდორ გუდიონსონის ფსევდონიმია.

1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის.

ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა.

მარაგშია

არტიკული: 9789941238925 კატეგორია: ჭდე:

ისლანდია

ჰალდორ ლაქსნესი

1902 - 1998

ჰალდორ გუდიონსონი დაიბადა რეიკიავიკში. გვარი ლაქსნესი მიიღო იმ ადგილის მიხედვით, სადაც მისი ოჯახი რეიკიავიკის შემდგომ სახლობდა.

ლაქსნესი 17 წლის იყო, როდესაც მისი პირველი რომანი გამოვიდა და ამ დროს იგი უკვე ევროპაში მოგზაურობდა. 1923 წელს მოინათლა და კათოლიციზმით იყო დაინტერესებული, მაგრამ შემდეგ ამერიკაში მოხვდა და აქ კომუნიზმმა გაიტაცა. 20-იანი წლების მიწურულს გამოაქვეყნა სტატია, რის შემდეგაც დააპატიმრეს, თუმცა აპტონ სინკლერის დახმარებით გათავისუფლდა და 1930 წლიდან უკვე ისლანდიაში დასახლდა.

ლაქსნესმა 1955 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებისთვის. მისი ნაწერები ახალი სიტყვა იყო ისლანდიური ლიტერატურისთვის და, შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით პირველი დიდი მწერალიც იშვა.

ერთი ჟურნალისტის აზრით, ჰალდორ ლაქსნესი და ბიორკი ყველაზე ცნობილი ისლანდიელები არიან.

აღწერა

ჰალდორ ლაქსნესი თევზის კონცერტი
რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა. და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც.გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ.ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და.სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების.ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება.ალფგრიმური.ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ.კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით.ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი.დრო, – იქ ყველაფერი იყიდება… ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში.სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის.

წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან.ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი.აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის.უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.315 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238925

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

336

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „თევზის კონცერტი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *