Image Alt

წიგნები

თერთმეტი წუთი

5,45 

ბრაზილიელი მეძავი მარია, რომელიც ბედის წყალობითა თუ ირონიით შვეიცარიაში ცხოვრობს და მდიდარ მამაკაცებს ემსახურება, ბევრი ფულის შოვნასა და დარჩენილი დროის მშვიდად გატარებაზე ოცნებობს. თუმცა მან, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრებისა და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, იპოვოს ადამიანი, რომლის შეყვარებასაც შეძლებს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941236235 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

ბრაზილიელი მეძავი მარია, რომელიც ბედის წყალობითა თუ ირონიით შვეიცარიაში ცხოვრობს და მდიდარ მამაკაცებს ემსახურება, ბევრი ფულის შოვნასა და დარჩენილი დროის მშვიდად გატარებაზე ოცნებობს. თუმცა მან, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრებისა და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, იპოვოს ადამიანი, რომლის შეყვარებასაც შეძლებს.

„თერთმეტი წუთი“ უფროსებისთვის განკუთვნილი ერთგვარი ზღაპარია, რომელიც მარიას ცხოვრების მაგალითზე ცდილობს, დაკვირვებით შეისწავლოს სექსისა და სიყვარულის ბუნება, სულის ურთიერთობა სხეულთან და მათ შორის ჰარმონიის დამყარების რთული გზები.

“ჩემი მიზანია, გავიგო, რა არის სიყვარული. როცა მიყვარდა, ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი, ის კი, რაც ახლა ხდება, შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შთაგონება არ მოაქვს.”

ISBN 9789941236235
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

244

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.253 kg
ზომები 1.5 × 13 × 20 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.