Image Alt

წიგნები

თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის

15,90 

ლევან იზორიას წიგნში „თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის” საფუძვლიანადაა გაანალიზებული თავისუფლების – ამ რთული და კომპლექსური ფენომენის შინაარსი და მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში. ავტორი თავისუფლების საყოველთაო პრინციპის აღქმის ორიგინალურ რაკურსს გვთავაზობს. აღნიშნული პრინციპის რეალური მოქმედება სამართლიანობასთან დაახლოების პერმანენტულ პროცესშია დანახული. ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა ღია საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევაზე ადეკვატური პასუხია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ძლიერ ინსტიტუტებთან ერთად თითოეულის მიერ თავისუფლების პასუხისმგებლობით გააზრება (თავისუფლების შეგნება). ავტორის აზრით, პროცესის არსებითი ელემენტების კონსოლიდაცია არის თავისუფლების განხორციელების წინაპირობა, რომელიც ადამიანის აღიარებით იწყება.

მარაგშია

არტიკული: 9789941308581 კატეგორია:

აღწერა

პროფესორი, დოქტორი ლევან იზორია

2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ლევან იზორიამ 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის ქ. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი უმაღლესი შეფასებით.

2002 წელს მიენიჭა ქ. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი უმაღლესი შეფასებით.

2003-2004 წლებში იყო გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, 2004-2006 წლებში – შსს-ს აკადემიის რექტორი.

2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად და დაინიშნა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად.

2007-2016 წლებში იკავებდა პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათ შორის იყო მკვლევარი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდია), მკვლევარი ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში.

2012-2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2015-2016 წლებში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

2016–2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2019-2020 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ISBN 9789941308581
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

206

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…