25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

სულების სახლი

22,90 

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

„სულების სახლი“ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ქალის, უამრავი საპატიო პრემიის ლაურეატის, ისაბელ ალიენდეს პირველი რომანია. ნაწარმოებმა ავტორს გამოცემისთანავე უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. „სულების სახლი“ დღეისათვის მსოფლიოს 37 ენაზეა თარგმნილი და ათობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

 

მარაგშია

არტიკული: 9789941302244 კატეგორია: ჭდე:

ჩილე / ამერიკა

ისაბელ ალიენდე

დაიბადა 1942 წელს

ისაბელ ალიენდე ჩილეელი მწერალი, ფემინისტი და ფილანტროპია. იგი ლიმაში, პერუში დაიბადა.

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხრეთამერიკელი ავტორია. მისი წიგნები 50-მდე ენაზეა თარგმნილი და 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე 80 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.

მისი ყველაზე ცნობილი სადებიუტო ნაწარმოები „სულების სახლი“ 1982 წელს გამოვიდა. ალიენდემ მომაკვდავ ბაბუას მისწერა წერილი, რის შემდეგაც გაუჩნდა იდეა, წიგნი დაეწერა.

1996 წელს მას ქალიშვილი გარდაეცვალა და მის სახელზე დააარსა საქველმოქმედო ფონდი და მსოფლიო მასშტაბით და მას შემდეგ 100-ზე მეტ ორგანიზაციას გაუწია დახმარება გოგონებისა და ქალების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ავტორს 15-ჯერ მიანიჭეს საპატიო სამეცნიერო ხარისხი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და წლების მანძილზე 60-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

აღწერა

რომანში მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე.ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის.საუკუნოვან საგაში ლათინოამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი.მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და.მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც.მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს.

რომანი, რომლის პერსონაჟები საინტერესო მამაკაცები და.საოცარი ქალები არიან, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა, ვინაიდან.პროტოტიპებად მწერლის ოჯახის წევრები – ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ.ალიენდე და განსაკუთრებულად ახლობელი ქალები გვევლინებიან.

1993 წელს „სულების სახლის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.579 kg
ზომები 1.5 × 15.5 × 23.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941302244

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

436

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სულების სახლი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…