Image Alt

წიგნები

სპილოს მოგზაურობა

12,90 

მთარგმნელი:მიხეილ ანთაძე

სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანი, „სპილოს მოგზაურობა“ ისტორიულ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს გოადან პორტუგალიაში საჩუქრად გაგზავნილი სპილო სოლომონის მოგზაურობას ხელახლა გაჩუქების შემდეგ – პორტუგალიიდან ავსტრიამდე.

არ არის მარაგში

პორტუგალია

ჟოზე სარამაგუ

1922 - 2010

დაიბადა აზინიაგაში, პორტუგალიაში, გლეხის ოჯახში. დედამისის მშობლები მეღორეები იყვნენ, მამა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, მისი დაბრუნების შემდგომ კი მალევე ლისაბონში გადასახლდნენ. სარამაგუ თავისი დედის მამაზე ამბობდა, ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ და ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა, მდიდარი ოჯახიდან რომ ყოფილიყო, დღეს ალბათ სხვა ადამიანი ვიქნებოდიო.

სარამაგუ უდავოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, პორტუგალიურ ლიტერატურაში კამოეშის, პესოას, კეირუშისა და სხვების ერთგვარი ლოგიკური შეჯამება ერთ ადამიანში. წერას გვიან მიჰყო ხელი და მის შემოქმედებას სათანადო აღიარება მოჰყვა და 1998 წელს ნობელის პრემიითაც დააჯილდოეს, რამაც, ავტორი, მისივე თქმით, გააოცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ უვარაუდიათ მანამდეც.

ავტორი კომუნისტი იყო და ბოლომდე ერთგული დარჩა ამ პოლიტიკური მრწამსისა, ხოლო რაც შეეხება მის რელიგიურ შეხედულებებს, ათეისტი იყო და არც ამ მხრივ შეცვლილა. ორივე გარემოება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ ჯიუტი ავტორი ბოლომდე უტეხად იცავდა თავის პოზიციებს.

აღწერა

სოლომონი, იგივე სულეიმანი, რომელიც პორტუგალიის მეფე ჟუან მესამემ.ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანს საქორწინო საჩუქრად მიართვა, თავის მომვლელ.სუბჰროსთან ერთად რთულსა და გრძელ, ცნობისმოყვარე გამცილებლებით.დატვირთულ გზას გადის ლისაბონიდან ვენამდე და მგზავრობისას ათას ხიფათსა და.არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრება. მანამდე თვალით უნახავი სპილოს გამოჩენა ისე აღაფრთოვანებს.და გააოცებს ლამის მთელ ევროპას, რომ მის ამბავს ისტორიული.წყაროები დღემდე ინახავენ, სარამაგუ კი თხრობის ჩვეული სტილით, მსუბუქი.იუმორითა და ირონიით გვიყვება ამ ერთი შეხედვით ბანალური, მაგრამ ძალიან.საინტერესო მოგზაურობის ისტორიას.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

ISBN 9789941304743
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

224

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,217 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.