Image Alt

წიგნები

სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი

5,95 

სამყაროს დასალიერიდან წარსულში აღმოჩენილ ართურს კვლავ ეღირსა თავისი მშობლიური პლანეტის ხილვა, თუმცა სულ სხვა ეპოქებში… იმ დროსაც კი შეესწრო, როცა ინგლისში ჩატარებულ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კრიკეტის ჩემპიონატზე სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ეს არეულობა კი პლანეტა კრიკიტის ვითომდა უწყინარი მცხოვრებლების ახირების დამსახურება იყო – მათ ხომ მოწყენილობისა და რაღაც დიადი მისიის აღსრულების სურვილის გამო სამყაროს განადგურება გადაწყვიტეს…

მარაგშია

აღწერა

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

ართურ დენტი დაგვემოწმება, რომ დროში დაკარგვა ყველაზე ცუდი რამეა. მას კი ნამდვილად დაეჯერება, ის ხომ დროსა და სივრცეში არაერთხელ აბნეულა. სივრცეში დაკარგვისას თავს რამით მაინც გაირთობ, დრო კი…

სამყაროს დასალიერიდან წარსულში აღმოჩენილ ართურს კვლავ ეღირსა თავისი მშობლიური პლანეტის ხილვა, თუმცა სულ სხვა ეპოქებში… იმ დროსაც კი შეესწრო, როცა ინგლისში ჩატარებულ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კრიკეტის ჩემპიონატზე სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ეს არეულობა კი პლანეტა კრიკიტის ვითომდა უწყინარი მცხოვრებლების ახირების დამსახურება იყო – მათ ხომ მოწყენილობისა და რაღაც დიადი მისიის აღსრულების სურვილის გამო სამყაროს განადგურება გადაწყვიტეს…

გალაქტიკურმა მეგობრებმა სიცოცხლის, სამყაროსა და ყველაფრის ჭეშმარიტი პასუხის ჭეშმარიტ კითხვის ძიებას დროებით თავი უნდა დაანებონ და კრიკიტელების უგუნურ განზრახვას როგორმე წინ აღუდგნენ. ამისთვის კი მათი კვლავ გაერთიანებაა საჭირო.

„სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი“ დაგლას ადამსის იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკის („ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“) მესამე წიგნია. გალაქტიკურ ჰიჩჰაიკერებს ამჯერად სამყაროს განადგურების იდეით შეპყრობილი არსებების გადარწმუნება მოუწევთ.

ISBN 9789941301957
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

220

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.209 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.