Image Alt

წიგნები

სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში

11,90 

ცნობილი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე მოგვითხრობს.

იხსენებს 90-იან წლებს, როდესაც პირველად შედგა ფეხი დიდ ჟურნალისტიკაში; უმნიშვნელოვანეს წარმატებებს, გარეშე თვალისთვის დაფარულ პირად ცხოვრებასა და მისთვის ძვირფას ადამიანებს.

მარაგში

აღწერა

ავტორი საკუთარ პროფილს გვიხატავს და გვაჩვენებს, როგორია მისი სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში.

„უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუქი იდგა. ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზემოთ ავიხედე. ჭერი არ ჩანდა, ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა, ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვზე ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამ უსასრულო სივრცეში პატარა, ძალიან პატარა ვიყავი. სტუდიის ერთ წერტილში სკამი იდგა, სინათლის მძლავრი ნაკადი ამ სკამს ეცემოდა, კამერების მხარეს ბნელოდა.

ეს ჩემი სამყარო იყო.“

ISBN 9789941306891
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

12.00 X 18.00

გვერდების რაოდენობა

152

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ნეფერტარი
    ბედუინი
    14,90