Image Alt

წიგნები

სინათლის მეომრის გზამკვლევი

6,45 

პაულო კოელიო თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ავტორია. მისი ნაწარმოებები 81 ენაზეა თარგმნილი და 225 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ამ წიგნში არ დაგხვდებათ ჩვეულებრივი ამბავი დასაწყისითა და დასასრულით, სიცილის ან ცრემლის მომგვრელი ჩახლართული სიუჟეტი; მაგრამ თუ გსურთ, ხელთ გქონდეთ გზამკვლევი, რომელიც ცხოვრების მძიმე წუთებს შეგიმსუბუქებთ, მაშინ პაულო კოელიოს ეს ნაწარმოები სწორედ შესაფერისია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941300974 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

პაულო კოელიო თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ავტორია. მისი ნაწარმოებები 81 ენაზეა თარგმნილი და 225 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ამ წიგნში არ დაგხვდებათ ჩვეულებრივი ამბავი დასაწყისითა და დასასრულით, სიცილის ან ცრემლის მომგვრელი ჩახლართული სიუჟეტი; მაგრამ თუ გსურთ, ხელთ გქონდეთ გზამკვლევი, რომელიც ცხოვრების მძიმე წუთებს შეგიმსუბუქებთ, მაშინ პაულო კოელიოს ეს ნაწარმოები სწორედ შესაფერისია.

მწერალი მინიშნებებით ცდილობს იმ გზის ჩვენებას, რომელსაც უნდა მისდიოს ადამიანმა, და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საყოველთაო ღირებულებებს.

„სინათლის მეომარია ის, ვისაც შეუძლია სიცოცხლის სასწაულს ჩაწვდეს, უკანასკნელ წუთამდე იბრძოლოს… ეს ყველას შეუძლია. და იმის მიუხედავად, რომ თავს სინათლის მეომრად არავინ მიიჩნევს, ჩვენ ყველანი სწორედაც სინათლის მეომრები ვართ.“

ISBN 9789941300974
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

278

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.273 kg
ზომები 1.5 × 13 × 20 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.