წიგნები

წიგნები

შემოდგომა

12,90 

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ალი სმითის რომანი „შემოდგომა“ მოგვითხრობს გამჭრიახი დედისერთა გოგონასა და მოხუცი მარტოხელა ინტელექტუალის მეგობრობაზე. მწერალი საოცარი სიმსუბუქით, სევდანარევი იუმორით გვესაუბრება ბრიტანეთისა და დღევანდელი სამყაროსთვის ყველაზე მტკივნეულ თემებზე, რომლებიც ერთდროულად ზოგადსაკაცობრიოცაა და თან უცნაურად ახლობელი და ნაცნობია ნებისმიერი მკითხველისთვის – ესაა მოულოდნელობებით აღსავსე დღევანდელობა, რომელშიც ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება.

მარაგშია

არტიკული: 9789941306884 კატეგორია: ჭდე:

ალი სმითი

ალი სმითი 1962 წლის 24 აგვისტოს შოტლანდიაში დაიბადა. იგი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა და მის მშობლებს ბევრი შრომა უწევდათ, რომ შვილებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნათ. სმითი ლიტერატურით თავიდანვე დაინტერესდა და უნივერსიტეტშიც ინგლისური ენა და ლიტერატურა შეისწავლა. შემდეგ სტრასკლაიდის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ლექტორი იყო. თუმცა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დაუდგინეს და იძულებული გახდა, ეს პროფესია მიეტოვებინა. მანამ, სანამ თავს ლიტერატურას მიუძღვნიდა, სტუდენტობის პერიოდში, სმითი შეთავსებით მუშაობდა მიმტანად, მწმენდავად, ტურისტულ გიდად და სარეკლამო კოპირაიტერად. „რომანში მთავარი არის მისი ენა. ენა კი, მიმდინარე, ცოცხალი პროცესებით საზრდოობს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ახლოსაა ლიტერატურა მიმდინარე მოვლენებთან, მით უფრო აღიქვამს და გრძნობს მას მკითხველი“, _ ამბობს სმითი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ აქედან გაჩნდა ე.წ. „სეზონების ტეტრალოგიის“ იდეა. მწერალმა მიზნად დაისახა, დაეწერა ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რომანი, ერთმანეთისგან განსხვავებული, მასშტაბური ამბით, რომელთაც გააერთიანებდა თხრობის დრო, პოლიტიკური კონტექსტები და ენობრივი მსგავსება და რომელიც სეზონების ერთ ციკლს შეკრავდა. ეს წიგნები ჰყვებიან როგორც ხანგრძლივ პროცესებზე, ასევე იმ რეალობაზე, რომელშიც და რომელთა შესახებაც იწერებოდნენ. 2016 წლის გამოცემული „შემოდგომა“ The New York Times-ის წლის 10 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა და ბუკერის პრემიაზეც იყო წარდგენილი. 2017 წლის ნოემბერში გამოიცა „ზამთარი“, ხოლო 2019 წელს - „გაზაფხული“.

აღწერა

ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა შოტლანდიელ პროზაიკოსს, დრამატურგს, პოეტს, ჟურნალისტსა და მკვლევარს, ალი სმითს (1962). „შემოდგომა“ პირველია კვარტეტიდან „შემოდგომა“, „ზამთარი“, „გაზაფხული“, „ზაფხული“. ამავე ავტორს ეკუთვნის სხვა რომანებიც: „სასტუმროს სამყარო“, „შემთხვევითი“, „როგორ ვიყო ორივე“. ამ ნაწარმოებებისთვის მწერალმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. 2007 წლიდან ალი სმითი ბრიტანეთის ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941306884

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

294

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.