Image Alt

წიგნები

შეჯახება

7,45 

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი, თუმცა, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი კი მილიონებს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირებისა და ამ სასაკლაოს მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რეალობას აღწერს სკანდალური მწერალი თავის წიგნში.

მარაგშია

არტიკული: 9789941239939 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

ჯეიმს ბალარდი

1930 - 2010

ჯეიმს ბალარდი უდავოდ უმნიშვნელოვანესი ბრიტანელი ავტორია. მან დიდი გავლენა მოახდინა მწერლებზე, მაგრამ ამავე დროს იგი დღემდე რჩება ბევრი ვიზუალური არტისტისა და მუსიკოსის შთაგონების წყაროდ. მის ნაწარმობების სტილისა და ახალი ფორმების გამო ტერმინი „ბალარდულიც“ კი დაინერგა.

იგი დაიბადა შანხაიში და მეორე მსოფლიო ომის დროს წლები გაატარა იაპონურ საკონცენტრაციო ბანაკში, რაც აისახა მის ნაწარმოებში, „მზის იმპერია“. ავტორს დიდი წვლილი მიუძღვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გადააზრებაში. ამასთანავე, მისი ტექსტები შეიცავს უამრავ გაფრთხილებას და უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველებას, რის გამოც ისინი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მის მნიშვნელობას უილიამ ბეროუზიც აღიარებდა და მწერლებს ერთხანს მიმოწერაც კი ჰქონდათ გაჩაღებული.

სხვადასხვა დროს მისი ნაწარმოებების მიხედვით ფილმები გადაიღეს სტივენ სპილბერგმა („მზის იმპერია“), დევიდ კრონენბერგმა („შეჯახება“) და ბენ უიტლიმ („ცათამბჯენი“).

აღწერა

რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება – ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც. საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო. კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ. ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის. შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა – 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის. ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური. შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა. აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.. წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

 

ISBN 9789941239939
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

260

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.287 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…