Image Alt

წიგნები

სასაფლაოს წიგნი

12,90 

არავინ არავისია, რომელსაც მეგობრები ვინის ეძახიან, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. კიდევ უფრო ჩვეულებრივი იქნებოდა, სასაფლაოზე რომ არ ცხოვრობდეს და მის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები არ ზრუნავდნენ. აბა რა უნდა ქნა, როცა ცოცხალთა სამყარო მოკვლით გემუქრება? არც სასაფლაოზეა ვინისთვის უცხო საფრთხე და თავგადასავლები, მაგრამ იქ არ უშვებენ კაცს, სახელად ჯეკს, რომელმაც ადრე ვინის მშობლები ამოხოცა.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941236969 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ნილ გეიმანი

დაიბადა 1960 წელს

ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ნამდვილი როკ-ვარსკვლავია. ის ჰემპშირში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, ბიბლიოთეკებში გაზრდილი ველური ბავშვი იყო.

თავდაპირველად ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. მისი პირველი წიგნები ჯგუფ "Duran Duran"-ისა და დაგლას ადამსის ბიოგრაფიებია. ამის შემდეგ კომიქსების წერა სცადა და შედეგად სრულიად გენიალური „სენდმენი“ მივიღეთ. ეს იყო პირველი კომიქსი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა.

მნიშვნელოვანია, რომ გეიმანი არ გაურბის მკითხველთან ურთიერთობას. ის ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც 2001 წელს Twitter-ზე საკუთარი ბლოგი შექმნა და 2 მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს. Facebook-ზე ეს რიცხვი თითქმის მილიონს აღწევს.

დღეისათვის ნილ გეიმანი, უდავოდ, ერთ-ერთი საკულტო მწერალია. მისი შემოქმედება არ ჯდება კონკრეტული ჟანრისა თუ მიმდინარეობის საზღვრებში. მან შეძლო, რომ კომიქსები საბავშვოდან მოზრდილთა, რომანები კი მულტიასაკობრივ კატეგორიაში გადაეყვანა.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი

არავინ არავისია, რომელსაც მეგობრები ვინის ეძახიან, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. კიდევ უფრო ჩვეულებრივი იქნებოდა, სასაფლაოზე რომ არ ცხოვრობდეს და მის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები არ ზრუნავდნენ. აბა რა უნდა ქნა, როცა ცოცხალთა სამყარო მოკვლით გემუქრება? არც სასაფლაოზეა ვინისთვის უცხო საფრთხე და თავგადასავლები, მაგრამ იქ არ უშვებენ კაცს, სახელად ჯეკს, რომელმაც ადრე ვინის მშობლები ამოხოცა.

ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორის, ნილ გეიმანის „სასაფლაოს წიგნი“ არ დატოვებს გულგრილს ფენტეზისა და თავგადასავლების მოყვარულ მკითხველს, და არა მხოლოდ მათ.

ISBN 9789941236969
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

296

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,281 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.