Image Alt

წიგნები

საიდუმლო შვიდეული: ყოჩაღ, საიდუმლო შვიდეულო! (წიგნი 6)

7,90 

„საიდუმლო შვიდეულს“ წარსული თავგადასავლების შემდეგ უსაქმოდ უწევს ყოფნა. გარდა იმისა, რომ პატარა მაძებრებს გამოსაძიებელი ვერაფერი უნახავთ, ჯეკის უმცროსი და, საძაგელი სუზიც უშლით ნერვებს. თუმცა, მეგობრები გულს არ იტეხენ. ბოლოს და ბოლოს, კოცონის ღამე ახლოვდება და საუკეთესო ფეიერვერკია მოსაწყობი!

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

„საიდუმლო შვიდეულს“ წარსული თავგადასავლების შემდეგ უსაქმოდ უწევს ყოფნა.

გარდა იმისა, რომ პატარა მაძებრებს გამოსაძიებელი ვერაფერი უნახავთ, ჯეკის უმცროსი და, საძაგელი სუზიც უშლით ნერვებს. თუმცა, მეგობრები გულს არ იტეხენ. ბოლოს და ბოლოს, კოცონის ღამე ახლოვდება და საუკეთესო ფეიერვერკია მოსაწყობი!

ერთ დღესაც იდუმალი ამბები მოულოდნელად დაატყდება ბავშვებს თავს, „საიდუმლო შვიდეული“ ახალ თავგადასავალში გადაეშვება და გზად არაერთ სირთულეს წააწყდება.

ნეტავ თუ შეძლებენ ბავშვები სირთულეებთან გამკლავებას? ისინი ხომ საუკეთესო საიდუმლო ორგანიზაციის წევრები არიან.

ISBN 9789941307942
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

103

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.